ქართული ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 29 მაისის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.3033 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.5177 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0128 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0270 პუნქტით გაუფასურდა.
28 მაისის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.2905 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.4907 ლარი ღირდა.