საუდის არაბეთის ქალაქ მექაში 2017 წლისჱვის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდ სასტუმროს ააგებენ.
44 სართულიანი შენობა 10 ათას სასტუმრო ნომერზე იქნება გათვლილი. შენობაში ასევე განთავსდება 70 რესტორანი, სუპერმარკეტები, ვერტმფრენისთვის განკუთვნილი მოედნები. შენობა სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით შენდება. მსოფლიოს ყველაზე დიდ სასტუმროს Abraj Kudai ერქმევა და მისი დიზაინი მაროკოულ სტილში იქნება გადაწყვეტილი.
1,4 მლნ კვ/მ-ზე გადაჭიმული შენობისთვის 3,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.