ხვალ, 29 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, გაგარინის ქ. 29ა (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან), გაიმართება პრესკონფერენცია, TEDxTbilisi ღონისძიების შესახებ. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია, ტარდება ღონისძიება TEDxTbilisi. TED წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანი ინოვაციური და ინსპირაციული იდეების გაზიარებაა. TEDxTbilisi ყოველწლიურად აერთიანებს ნიჭიერ ადამიანებს, ექსპერტებსა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს აქტუალურ, უჩვეულო და ახალ თემებზე სასაუბროდ. პრესკონფერენციას დაესწრებიან, საქართველოს ბანკის და TEDxTbilisi წარმომადგენლები.