2 ივნისიდან, „Air Astana" თბილისი-ასტანას მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას იწყებს. ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას და ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.
თბილისსა და ასტანას შორის Air Astana კვირაში 3 რეისს განახორციელებს.
ავიაკომპანია „Air Astana" ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილესი და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც ახორციელებს 60 ავია-რეისს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მიმართულებებით.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობის მიხედვით Air Astana-ს ბაზრის 3 %-ი ეკავა.