საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინტელექტუალურისაკუთრებისმსოფლიოორგანიზაციის (ისმო) გენერალურდირექტორს,ფრენსისგარის შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და მიხეილ ჯანელიძე და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ინტელექტუალური საკუთრების შეფასების და კომერციალიზაციის საკითხებზე. ისმო-ს წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გააცნეს ინოვაციურიStartup-ების შექმნის მიმართულებით მოწინავე ქვეყნების გამოცდილება.
ინტელექტუალურისაკუთრებისსისტემისგანვითარება საქართველოსმთავრობისერთ-ერთიმთავარიპრიორიტეტია და მისი დაცვაწარმოადგენსერთ-ერთმნიშვნელოვანსაკითხს „ევროკავშირთანღრმადაყოვლისმომცველითავისუფალისავაჭროსივრცისშესახებშეთანხმების“(DCFTA) ფარგლებში. ისმო-ს გენერალური დირექტორი გაეცნო საქართველოს პროგრესს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის განვითარების კუთხით, რაც წარმოადგენს DCFTA-ს ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას. მის შესრულებაში „საქპატენტის“ როლი მნიშვნელოვანია.
გუშინ ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ისმო-ს შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ისმო-ს მხარდაჭერით ინტელექტულური საკუთრების სტრატრატიგიის შემუშავებას, საინოვაციო საქმიანობის და გეოგრაფიულიაღნიშვნებისდაცვისსისტემისგანვითარებაში ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წიანაპირობაა.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყება და ის 188 ქევრ-ქვეყანას აერთიანებს. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების უფლების ისეთი საერთაშორისო სისტემის შექმნა, რომელიც იქნება დაბალანსებული, ეფექტიანი და ხელს შეწყობს ინოვაციების და შემოქმედებითი პროდუქტების შექმნა-განვითარებას. აღნიშნული ორგანიზაციის წევრი საქართველო 1991 წელს გახდა.