აჭარაში ტურისტული მარშრუტების მონიტორინგი ხორციელდება. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განმარტავენ, დეპარტემტის ტურისტული პროდუქტის და სერვისის განყოფილება, ბათუმის ტურიზმის სააგენტოსთან ერთად 18-20 მაისს იმყოფებოდა ექსპედიციაში მაღალმთიან აჭარაში. ექსპედიციის მიზანი იყო 2014 წელს შემუშავებული და მარკირებული მარშრუტების მონიტორინგი და მათი 2015 წლის ტურისტული სეზონისთვის მზაობის შემოწმება.
ექსპედიციის ფარგლებში სულ ჯგუფმა მოინახულა: ოქროპილაურის ციხე, ოლადაურის (გამონათლევის) ეკლესია, დარჩიძეების ციხე, თაგოს საბაგირო გზა, უჩხოს თაღოვანი ხიდი, ხულოს მუზეუმი,სოფელი ქედლების საოჯახო სახლები, ხიმშიაშვილების საგვარეულო სასაფლაო, გაბმული ხიდი, გაბმული ხიდის მიმდებარე სამკურნალო „აბანო“, კავიანის ციხე, დანდალოს ხიდი, ოთოლთას ციხე, ხაბელაშვილების ხის ხიდი.
ექსპედიცია მომდევნო კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.