18 ივნისიდან ავიაკომპანია Yanair-ი კიევი-თბილისის მიმართულებაზე ფრენას განაახლებს, რომელიც გასული წლიდან ქონდა შეჩერებული.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის დედაქალაქებს შორის Yanair-ი კვირაში 2 რეისს შეასრულებს. რეისები ხუთშაბათობით და კვირაობით განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ Yanair-ი კიევიდან ფრენას ჯულიანის სახელობის აეროპორტიდან განახორციელებს და მგზავრების გადაადგილებაზე Boeing 737-ით იზრუნებს.
აღსანიშნავია, რომ კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენა (ერთი გზა) 140 დოლარი, ხოლო ორი გზა 240 დოლარი იქნება. აღნიშნულ საფასურში შედის კვება და ბარგის მომსახურება.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის უკან Yanair-მა კიევიდან ბათუმისა და ოდესას მიმართულებით ფრენების განახლებაზეც განაცხადა.