ჩინური ლუდი Snow-ი მსოფლიოში ყველაზე პუპულარულ ლუდად აღიარეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი კვლევის ავტორ Euromonitor-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მსოფლიოში პუპულარული ლუდების ”ტოპ-10”-ში მერე პოზიციაზე ასევე ჩინური ბრენდია - Tsingtao.
მესამე პოზიციაზე კი ამერიკული ლუდი, მარკით - Bud Light.
Euromonitor-მა აღნიშნული რეიტინგი მსოფლიო ბაზარზე ამა თუ იმ ლუდის ბაზრის წილის მიხედვით შეადგინა. როგორც ირკვევა, მსოფლიო ბაზრის 5,4 %-ი Snow Beer-ს უკავია, ხოლო Tsingtao-ს წილი 2,8 %-ს შეადგენს. Bud Light-ი კი ბაზრის 2,5 %-ს აკონტროლებს.
შესაბამისად ყველაზე გაყიდვადი ლუდების ”ტოპ-10”, ასე გამოიყურება:
- Snow (ჩინეთი)
- Tsingtao (ჩინეთი)
- Bud Light (აშშ)
- Budweiser (აშშ)
- Skol (ბრაზილია)
- Yanjing (ჩინეთი)
- Heineken (ჰოლანდია)
- Harbin (ჩინეთი)
- Brahma (ბრაზილია)
- Coors Light (აშშ)
რაც შეეხება ევროპულ ლუდებს, Heineken-ის წილი მსოფლიო ბაზარზე 1,5 %-ია.