ნიუ-იორკის ბირჟაზე კაკაოს მარცვლის ფიუჩერსი გაძვირდა. როგორც უცხოური მედია წერს, ამ დროისათვის კაკაოს მარცვლის ფასი ბოლო 7 წლის მაქსიმუმზეა და გაძვირდება თავის მხრივ განადან კაკაოს მიწოდების შემცირებას უკავშირდება, რომელიც მსოფლიოსთვის კაკაოს ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.
როგორც ირკვევა კაკაოს ივლისის ფუჩერსი 1,7 %-ით გაძვირდა და ტონაზე 3178 დოლარი შეადგინა. 21 მაისისთვის კი კოტირებამ 3181 დოლარს მიაღწია, რაც 2014 წლის 13 ოქტომბრის შემდედ მაქსიმალური ფასია.
Ecobank-ის შეფასებით, მიმდმინარე წელს განაში კაკაოს წარმოება 25 %-ით, 700 ათას ტონამდე შესაძლოა შემცირდეს.
ბაზრის მოთამაშეები უამინდობის გამო ჩრდილოეთ აფრიკაში კაკაოს მოსავლით უკმაყოფილონი არიან.