საქართველოს საბანკო სექტორმა 2015 წლის 4 თვეში 114,8 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტორს ერთი წლის განმავლობაში მოგება 4,3%–ით (2014 წლის იანვარ–აპრილი – 119,8 მლნ ლარი) შემცირდა.
აპრილში საბანკო სექტორის მოგება 13.4 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც ჩამორჩება მარტში (39,6 მლნ ლარი) მოგებას.
2015 წლის 1 მაისისთვის, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.