საბანკო სექტორის შემოსავლები იზრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ბანკების შემოსავლები 2014 წლის იანვარ–მარტთან შედარებით 62%–ით გაიზარდა და 1,3 მლრდ ლარი შეადგინა.
2015 წლის იანვარ–მარტში სექტორის შემოსავლები 987,5 მლნ ლარი იყო.
საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორმა 1,14 მლრდ ლარის ხარჯი გასწია, 2014 წლის იანვარ–აპრილში – 658 მლნ ლარი. ბანკებმა ამავე პერიოდში 17,4 მლნ–მდე ლარის გადასახადები გადაიხადეს.