ქართული მინერალური წყლების ექსპორტი, ერთი წლის განმავლობაში, 36%–ით შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის იანვარ–აპრილში უცხოეთის ბაზრებზე 30,7 მლნ აშშ დოლარის ქართული მინერალური წყლები გავიდა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 48 მლნ დოლარის.
საანგარიშო პერიოდში საექსპორტო პროდუქციაში მინერალურ წყლებს მეშვიდე პოზიცია უკავია. მისი წილი კი მთლიან ექსპორტში ერთი წლის განმავლობაში 5,2%–დან 4,5%–მდე შემცირდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2014 წელს უცხოეთის ბაზრებზე 137,1 მლნ აშშ დოლარის ქართული მინერალური წყლები გავიდა, რაც 28,7%–ით მეტი იყო 2013 წელთან