სს „საქწყალპროექტი” დივიდენდების განაწილებას გეგმავს. დივიდენდების განაწილებაზე კომპანიის აქციონერები აქციონერთა საერთო კრებაზე იმსჯელებენ, რომელიც 11 ივნისს არის ჩანიშნული.
კომპანიის ინფორმაციით, დივიდენდები „საქწყალპროექტის” 2014 წლის IV და 2015 წლის I კვარტალის წმინდა მოგებიდან განაწილდება.