„ვისოლ ჯგუფი“ თბილისში, ვაკეში, აბაშიძის ქ. # 86 და ჭავჭავაძის #37-ში „დანკინ დონატსის“ კიდევ ორი ახალი რესტორანი გახსნა. როგორც ცნობილია, „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. ვისოლ ჯგუფი 2015 წლის ბოლომდე საქართველოში 15 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის და კიდევ 500-მდე ადამიანს დაასაქმებს.
“„ვისოლ ჯგუფისთვის“ პატივია და ამავდროულად საამაყო ის, რომ 3 წლიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და ლეგენდარული ბრენდის „დანკინ დონატსის“ საქართველოში შემოყვანა. ძალიან მოკლე დროში „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა. მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში იფუნქციონირებს „დანკინ დონატსის“ 15 რესტორანი და მომავალ წელს გაგრძელდება რესტორნების შემდგომი განვითარება. ჩვენ, პირველ რიგში, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებმაც შეიყვარეს “დანკინ დონატსი” და ხშირად სტუმრობენ ჩვენს რესტორნებს. სასიხარულოა, რომ მსოფლიოში ცნობილი დანკინის ყავის პროდუქტებთან ერთად მომხარებლებში ასევე დიდი პოპულარულობით სარგებლობენ “დანკინ დონატსის” სენდვიჩები, რომლებიც ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით მზადდება და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
28 მაისს წყნეთში გავხსნით „დანკინ დონატსის“ კიდევ ერთ რესტორანს „სმარტის“ სუპერმარკეტთან ერთად”,- აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
აბაშიძის ქ. # 86-ში მდებარე „დანკინ დონატსის“ რესტორანში ასევე განთავსდა „ვენდის“ კიდევ ერთი „Fროსტყ ჩორნერ”-ი, სადაც სხვადასხვა არომატისა და ინგრედიენტების გამოყენებით შექმნილი 25-ზე მეტი სახეობის ნაყინი, შეიკები და ნაყინზე დამზადებული პროდუქტებია წარმოდგენილი.
“დანკინ დონატსის” მე-2 რესტორანი დღეს ასევე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ სმარტის სავაჭრო ცენტრში გაიხსნა, რომელიც გამოირჩევა სილამაზითა და მომხმარებლებისათვის მაქსიმალური კომფორტულობით.
„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და ჩოოლატტა®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.