თბილისი-სამარასა რეისზე კონკურენცია იზრდება, რადგანაც რუსული ავიაკომპანია სამარადან თბილისის მიმართულებით ფრენებს გეგმავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საავიაციო სამსახურმა შესაძლოა ”ურალის ავიახაზებს” ნებართვა მისცეს სამარადან თბილისისა და ბურგასის მიმართულებით იფრინოს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში ”ურალის ავიახაზები” სამარა-თბილისის რეისზე კვირაში 2-ჯერ, ხოლო სამარა-ბურგასის რეისზე ყოველდღე იფრენს
შეგახსენებთ, რომ 10 მაისიდან სამარა-თბილისის რეისზე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი უკვე დაფრინავს.