”უკრფერიმ” ილიჩევსკის პორტიდან ბათუმის პორტში მსუბუქი ავტომობილების ტრანსპორტირების ფასი გააიაფა. დაბალი შედარებით დაბალი ტარიფები 1 ივნისიდან ამოქმედდება. ფასდაკლება შეეხება ”ჯიპის” მარკის ავტომობილების ტრანსპორტირებასაც. ფასდაკლების აქციის მოქმედებს ასევ ილიჩევსკი-ფოთის მიმართულებაზეც.
კომპანიის ინფორმაციით, თბომავალ ”გრეიფსვალდით” მსუბუქი ავტომობილის ტრანსპორტირების ღირებულება 300 დოლარია, ხოლო ”ჯიპის” ტრანსპორტირება კი - 350 დოლარი. აღნიშნული ტარიფი მოიცავს ასევე სატერმინალო გადასახადსაც.
როგორც ცნობილია უკრაინა-საქართველოს შორის რეგულარული საზღვაო მიმოსვლა კვირაში 2-ჯერ: ოთხშაბათობით და კვირაობით, ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ძირითად პორტებად მიიჩნევა ილიჩევსკი, ფოთი და ბათუმი, ხოლო ვარნა, კონსტანცა და დერნიკეცი სათადარიგო პორტებად.