2015 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 86 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 73 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფმა გადმოინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 73 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11 პროცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 689 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2326 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით ნაკლები). ”საქსტატის” ინფორმაცით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აპრილში 1637 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.