დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-აპრილში 897 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 24 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 250 მლნ. აშშ დოლარი (51 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 647 მლნ. აშშ დოლარი იყო (3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 36 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 34, 55 და 27 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-აპრილში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში 10 პროცენტი).