.,,ჯი-ეიჩ-ენი”. 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 838 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 206 მლნ. აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 632 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით ნაკლები).
”საქსტატის” ინფორმაცით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 27 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 26, 21 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში 32 პროცენტი).