20 მაისს, 14:30 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და „ჰუალინგ ჯგუფის“ კომპანია შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD“–ის დირექტორი სიაოწინ შაო ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“.
ხელმოწერის ცერემონია სასტუმროში “ Hotels & Preference Hualing Tbilisi“ (თბილისის ზღვა, „ჰუალინგი, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი“) გაიმართება.