საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს 2, მომავალ წელს კი 3 პროცენტი იქნება. ამასთან, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით საქართველო სამხრეთ კავკასიაში ლიდერობს. ახალ ანგარიშში საუბარია ეკონომიკური ზრდის შენელების ტენდენციაზე ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში. მიზეზად ნავთობის დაბალი ფასები და რუსეთის ეკონომიკაში არსებული სირთულეები სახელდება. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთიდან მკვეთრად შემცირდა ფულადი გზავნილების მოცულობა და რეგიონში უცხოური ინვესტიციების დეფიციტია.