2015 წლისთვის აჭარაში 5 ახალი მარშრუტის მარკირებაა დაგეგმილი. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, 2015 ბოლომდე რეგიონს მთლიანობაში 10 ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი ექნება.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლისთვის შემუშავდა 14 ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირების პროექტი, რომელთაგან 5 მარშრუტი უკვე მარკირებულია და დაბეჭდილია შესაბამისი რუკები.