ბათუმის ბოტანიკური ბაღი 2015 წლის ტურისტულ სეზონს განახლებული ცენტრალური პარკითა და ახალი სერვისებით შეხვდება. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, ტურისტებისათვის ხელმისაწვდომი გახდება WIFI- სერვისი ბაღში მითითებულ ადგილებზე. წელსვე პირველად სპეციალური ადგილი იქნება გამოყოფილი ბავშთა გართობისათვის.
შემუშავდა ასევე ფასდაკლებათა პაკეტი, რომელიც ტურისტული სააგენტოებისათვის, ბაღის დათვალიერების საფასურზე 10, 18 და 25 % - იან შეღავათს გულისხმობს.