ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 19 მაისის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.3567 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.6895 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 00.0070 პუნქტით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0055 პუნქტით გაუფასურდა.
16 მაისის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.3637 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.6840 ლარი ღირდა.