მალე მთავრობა ,,თხილის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტს დაამტკიცებს. რეგლამენტის პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკვე შემუშავებულია და ამჟამად მისი საჯარო განხილვები იწყება.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ბიზნეს ოპერატორები ბაზარზე თხილს ეტიკეტის გარეშე ვეღარ განათავსებენ, რადგანაც ამას თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს, რომლის განხილვა მიმდინარე წლის 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს.
”თხილის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი, როგორც ჩვეულებრივი თხილის, ისე ნაყოფის ბაზარზე განთავსების პირობების შესახებ ადგენს მოთხოვნებს. რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე თხილი ბიზნეს ოპერატორის სავაჭრო ნიშნით და პროდუქციის წარმოშობის დასახელების გარეშე ვეღარ განთავსდება. სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს ბაზარზე სურსათის ეროვნული სააგენტო, საბაჟოზე კი შემოსავლების სამსახური განახორციელებს.