”მიხარია, რომ დღეს ბათუმს, ერთით მეტი, ფეშენებელური, საერთაშორისო სტანდარტის მქონე, მსოფლიო ბრენდის სასტუმრო ამშვენებს და ამაყი ვარ, რომ ეს იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც 2009 წლიდან მონაწილეობდნენ ამ პროცესებში”, აღნიშნულის შესახებ განცხადებას აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე აკეთებს.
როგორც ვარშალომიძე განმარტავს, ბათუმში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს მშენებლობაზე მოლაპარაკებები ბრიტანელ ინვესტორებთან 2009 წელს დაიწყო.
”გამოიყო ტერიტორია, შეიქმნა პროექტი, რომელიც საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო და დაიწყო მშენებლობა.
მოგვიანებით შევთანხმდით, რომ ამ ტერიტორიაზე აშენებულ ფეშენებელურ სასტუმროში, მსოფლიო ბრენდი "ჰილტონი" შემოვიდოდა. სრული 2 წელი მზოლოდ მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელიც მყარ საძირკველს ითვალისწინებდა, 2012 წელს კი შენობის მშენებლობა დაიწყო. სასტუმრო "ჰილტონი" მსხვილი პროექტი იყო, რომელმაც იმ დროისთვის, რამდენიმე მილიონი დოლარის ინვეატიცია მოუტანა ქვეყანას.
მიხარია, რომ დღეს ბათუმს, ერთით მეტი, ფეშენებელური, საერთაშორისო სტანდარტის მქონე, მსოფლიო ბრენდის სასტუმრო ამშვენებს და ამაყი ვარ, რომ ეს იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც 2009 წლიდან მონაწილეობდნენ ამ პროცესებში!
მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ, როგორც საინტერესო საინვესტიციო გარემოს შექმნაში, ასევე, ინვესტორის მოზიდვისა და შემდგომ სამუშაო პროცესებში!
მადლობა "ტურინვესტს" იმისათვის, რომ დღეს, ბათუმს "ჰილტონი" ამშვენებს”, აცხადებს ვარშალომიძე.