UBS-ის ანალიტიკოსთა განმარტებით, მიმდინარე წელს iPhone-ს გაყიდვები Wall Street-ს პროგნოზებს ”მოხსნის” და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. აღნიშნული პროგნოზის გაკეთების საშუალებას ანალიტიკოსებს ”ჩაკბეჩილი ვაშლის” პროდუქციაზე არსებული დიდი მოთხოვნა აძლევს. ასევე, როგორც ცნობილია, Apple-მა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია ჩინეთის ბაზარზე და შესაბამისად გაყიდვების ზრდა ჩინეთის ფაქტორის გამოც იქნება.
UBS-ის გათვლებით, აპრილ-ივლისში ”ჩაკბეჩილი ვაშლის” იმპერია 51,1 მლნ სმარტფონს გაყიდის, ეს იმ ფონზე, როდესაც Wall Street-ის ანალიტიკოსთან გათვლებით საანგარიშო პერიოდში 45 მლნ სმარტფონის რეალიზაცია იყო ნავარაუდევი.
ანალიტიკოსები iPhone-ს რეალიზაციისა და ზოგადად ბაზრის ზრდას მეოთხე კვარტალში ნელოდებიან, მას შემდეგ რაც ბაზარზე ახალი თაობის iPhone გამოვა.