საქართველოს მთავრობა ერთ თვეში მეჩაიეობის განვითარების ახალ პროგრამას წარადგენს, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გურიაში, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გურიას ამ მიმართულებით ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.
„წლების განმავლობაში, ჩაის და წარმოების განვითარებას ყურადღება არ ექცეოდა. ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს განვახორციელებთ ამ მიმართულებით და მიმაჩნია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროგრამა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასევე მუშაობს მთის კურორტების განვითარების, მათ შორის გომისმთის უნიკალური ტურისტული პოტენციალის ათვისების მიმართულებით; ასევე, მუშავდება ბახმაროს კონცეფცია.