საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნთან ბაიბა ბანესთან გამართა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ლატვია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ლატვიის ევროინტეგრაციის წარმატებული პროცესის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე.