ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 16 მაისის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.3637 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.6840 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0005 პუნქტით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0176 პუნქტით გამყარდა.
15 მაისის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.3632 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.7016 ლარი ღირდა.