15 მაისის მთავრობის სხდომაზე, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დამტკიცდა განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „წალკა აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ,“ რომლის მიხედვით შპს „წალკა აგროს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 32 595.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ქონების საბაზრო ღირებულება 180 000 ლარია)
კომპანია გადაცემულ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრეების შექმნას გეგმავს, რომელიც ფუნქციონირებას დაიწყებს განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს ორი წლის ვადაში. „წალკა აგრო“ სამაცივრეების შესაქმნელად 720 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სამაცივრე მეურნეობაში 30 ადამიანი დასაქმდება.