15 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს ნაგლაა ელ-ეჰვანის შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრაზე საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის ორმხრივი საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
„ეგვიპტესთან განსაკუთრებით საინტერესოა სატრანსპორტო ურთიერთობები. ეგვიპტე ყიდულობს ყაზახეთიდან ხორბალს და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ამ ხორბალმა გაიაროს საქართველოს მარშრუტი, ვინაიდან ის დატვირთავს ჩვენს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ვისაუბრეთ ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ეგვიპტე, ამ კუთხით, არის ძალიან საინტერესო ქვეყანა ჩვენთვის. ვისაუბრეთ ასევე პირდაპირ სატრანსპორტო მიმოსვლაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. შევთანხმდით, რომ შემოდგომაზე ჩავატარებთ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ კომისიას, სადაც განხილული იქნება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველო და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში.
სტატისტიკური მონაცემებით, 2009-2014 წლებში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში განხორციელდა 87,36 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია.
კერძოდ, 2009 წელს, მიერ, რომელმაც განხორციელებულმა ინვესტიციამ 2009-2014 წლებში შეადგინა ინვესტიციის განხორციელებას აგრძელებს საქართველოში ეგვიპტური კომპანია “ფრეში,” რომელმაც ქუთაისში შექმნილ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშისაყოფაცხოვრებო ნივთების მრავალპროფილიანი ქარხანა ააშენა. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 74 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის ხორციელდება ასევე პირდაპირი საჰაერო რეისები. ამ მომენტისათვის ეგვიპტური ავიაკომპანია „ეარ ქაირო“ ახორცილებს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას კვირაში 3 სიხშირით.
2014 წელს შარმ ელ შეიხი-თბილისი-შარმ ელ შეიხის მიმართულებით ავიაკომპანია „ეარ ქაირო“-მ შეასრულა პირველი პირდაპირი რეგულარული რეისები ნოემბრის თვის დასაწყისში, რის შედეგადაც 2014 წელს ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 3 564 ერთეული, ხოლო 2015 წლის I კვარტალის მონაცემებით გადაყვანილ იქნა 8 846 ერთეული მგზავრი.