15 მაისს, ფინანსთა მინისტრი OPIC-ის წარმომადგენელს ჰარის მეჰოს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს OPIC-ის მხარდაჭერით საქართველოში პოტენციური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები
ჰარისმეჰოს განცხადებით, OPIC-ი დაინტერესებულია, საქართველოს როგორც მისი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის განვითარებაში. „ჩვენ ძალიან გვიხარია ის პროგრესი, რომელსაც საქართველო განიცდის. ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიებთან, რათა მათ კიდევ უფრო გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას. რადგან ეს პრიორიტეტული სექტორიასაქართველოსთვის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა OPIC-ის წარმომადგენელმა