მორიგი სიახლე "ბათუმველოსგან”. ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-8 საერთაშორისო გამოფენა - EXPO BATUMI-ს ფარგლებში დარეგისტრირებული მსურველები ”ბათუმიველოს” მომსახურებით 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
"ბათუმველოს" სტანდარტული ტარიფები ასე გამოიყურება, თუმცა EXPO BATUMI-ს ფარგლებში დარეგისტრირებულები 50 %-ით ნაკლებს გადაიხდიან.
• 1 დღიანი პაკეტის ღირებულება შეადგენს 4 ლარს
• 10 დღიანი პაკეტის ღირებულება შეადგენს 10 ლარს
• ერთწლიანი პაკეტის ღირებულება შეადგენს 20 ლარს
შეგახსენებთ, რომ 20-22 მაისს, ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-8 საერთაშორისო გამოფენა ”EXPO Batumi 2015”-ს მასპინძლობს. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობენ სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.