ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გადასახადების გაზრდას არ აპირებს. როგორც მან EBRD-ის საინვესტიციო სესიაზე განაცხადა, გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით ერთადერთი გამონაკლისი თამბაქოს აქციზია, რომლის გაზრდაც იგეგმება.
,,ხელისუფლება არ აპირებს გადასახადების გაზრდას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კანონმდებლობა ამის საშუალებას გვაძლევს, პირიქით, დაგეგმილია საინტერესო და სერიოზული ღონისძიებები ამ მიმართულებით, უბრალოდ, რაღაც პერიოდი დაგვჭირდება დეტალებზე ჩამოსაყალიბებლად. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი გამონაკლისი იქნება თამბაქოს აქციზი, რომლის გაზრდასაც წელს ვაპირებთ“, - განაცხადა მინისტრმა.