ქართული ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 15 მაისის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.3632 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.7016 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0501 პუნქტით გაუფასურდა.
14 მაისის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.3617 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.6515 ლარი ღირდა.