რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდი და წელს საქართველოში 2,3%–იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. სსფ–ის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 2%–ით გაფართოვდება.
EBRD–ის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული ახალი პროგნოზის მიხედვით, საქართველო წელს ზრდის ლიდერი იქნება აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ იანვართან შედარებით ევრობანკმა პროგნოზი 1.9 პროცენტული პუნქტით შეგვიმცირა, 4.2%–დან.
მომავალ წელს კი საქართველოში ზრდის 2,6%–მდე დაჩქარებას ელოდებიან.
6 სახელმწიფოსგან შემდგარ აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის ეკონომიკა წელს საშუალოდ 3.3%–ით შემცირდება, ხოლო მომავალ წელს 1,8%–ით გაიზრდება.
ყველაზე შთამბეჭდავ რეცესიას EBRD–ი წელს ელოდება უკრაინაში და ბანკის პროგნიზით ის წელს -7.5% იქნება.
ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ევრობანკმა იანვრათან შედარებით პროგნიზი არ შეუმცირა არის აზერბაიჯანი და წელს იქ 1,5%–იანი ზრდაა მოსალოდნელი.
სომხეთში ევრობანკის ექსპერტები წელს 1,5%–იან ვარდნას ელოდებიან.