რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. ეს განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ გააკეთა.
"ასამბლეის თავმჯდომარის ბატონი ჩავუშოგლუს მიწვევით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს საგაზაფხულო სხდომაში რომელიც 29 აპრილსა არის დაგეგმილი", _ აცხადებს ნესტერენკო.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სხდომაზე კრემლის მოლოდინით, ასამბლეის მიერ რუსეთის წინაშე კვლავ დადგება საკითხი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უარყოფის შესახებ. მით უფრო, რომ ამ სხდომაზე განსახილველად გამოტანილი იქნება ასამბლეის მომხსენებლების მათიას იორშის (უნგრეთი) და დევიდ უილშირის (დიდი ბრიტანეთი) ანგარიში 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში ომის შედეგების შესახებ.
ასევე შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა დელეგაციის წევრს მონიტორინგის საკითხში დევიდ უილშირს მოსკოვში უკვე შეხვდა. ამ შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა მას მოუწოდა "მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადებას და რა თქმა უნდა ყოველივე ეს ახალი პოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით" გააკეთონ.