გიორგი გახარია საქართველოში თუ ჩამოვა, დიდი ალბათობით დააპატიმრებენ, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ზვიად ძიძიგურმა TV პირველის ეთერში განაცხადა.
"გიორგი გახარიაზე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, წავიდეს ციხეში თუ არ წავიდეს, ამ შემთხვევაში, მისი გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, თუ ჩამოვა საქართველოში, დიდი ალბათობით დააპატიმრებენ. ისეთ თემაზე აღუძრეს საქმე, რომ საქართველოს ინტერესის შესაბამისი ნაბიჯი რატომ გადადგი და რუსეთ რატომ გააღიზიანეო - ერთი წინადადებით რომ ვთქვათ, ეს არის რასაც ედავებიან, თან ისეთი მუხლები ჩამოთვალეს, მინიმუმ 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
მე მის ადგილას არ ჩამოვიდოდი საქართველოში, რატომ უნდა ჩამოვიდე, სასამართლოზე რამე სამართალს იპოვი? რაღაც ტიპის შედეგი მოჰყვება? გაცილებით მეტი შეიძლება თავისუფლებაზე მყოფმა გახარიამ გააკეთოს, ვიდრე პატიმრობაში მყოფმა და პატიმრები არ გვაკლია". - თქვა ძიძიგურმა.