ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილე დელეგაციის წევრები განაგრძობენ თბილისში ჩამოსვლას.
დღეს თბილისში ჩამოვიდა უკრაინის ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
აეროპორტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.
უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ერთად დაათვალიერა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სადაც გაეცნო გეზის მუშაობას.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა დაგეგმილია 15 მაისს