საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
სებ-ის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.3617-ლარია, ხოლო 1 ევროს შეძენა 2.6515-ლარად იქნება შესაძლებელი.
გუშინ მოქმედი კურსით კი ერთი აშშ დოლარი 2.6142 -ლარს შეადგენდა, შესაბამისად ლარი დოლართან მიმართებაში 0.0188 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0373 პუნქტით გაუფასურდა.