მიმდინარე წლის 13 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ისლანდიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გუდმუნურ არანსონმა ხელი მოაწერეს შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ პარაფირებულ შეთანხმებას.
ასეთი ტიპის შეთანხმებები ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია ქვეყანაში ინვესტიციების წახალისებისთვის, რადგან აღნიშნული დოკუმენტები ქმნიან ე.წ ჩარჩო პირობებს, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნების მიერ საქართველოში კერძო ინვესტიციების დაბანდებას.
ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 49 ქვეყანასთან.