ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოხალისეები გადაამზადა. ღონისძიების ფარგლებში 100-ზე მეტ სტუდენტსა და სკოლის მოსწავლეს “მომსახურების უნარ-ჩვევებსა და სერვის +“-ში ტრენინგი ჩაუტარდა. 13-15 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით მოხალისეები სტუმრებს აეროპორტსა და განთავსების ობიექტებზე დახვდებიან. ტრენინგიების დასრულების შემდეგ ადმინისრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ კურსდამთავრებულებს სერთიკატები გადასცა.
კურსი მოიცავდა შემდეგ თემატიკას: სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები, მომსახურების ხარისხი, ქცევა, ჩაცმულობა, დისციპლინა და ა.შ. მომსახურების მიწოდება და სერვისი, მომსახურების სფეროს უნარ-ჩვევებისა და წესების შესწავლა, ეფექტური კომუნიკაცია, ვერბალური კომუნიკაცია და ეფექტური მომსახურება.