უკვე მეორე დღეა თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში ოფიციალური სტუმარების ჩამოსვლა მიმდინარეობს.
დღეს გამთენიისას თბილისში უკვე ჩამოვიდნენ კვიპროსის, ლიტვის, მალტისა და ესტონეთის ფინანსთა მინისტრები. ჩამოსულ სტუმრებს თბილისს საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი დახვდა.
თბილისს ასევე დღეს ეწვია რუმინეთის სახელმწიფო ფინანსების მინისტრი, რომელსაც აეროპორტში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დახვდა.