ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დაფინანსებაში EBRD-იც მიიღებს მონაწილეობას. ბანკის პრეზიდენტმა და რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღეს განაცხადეს.
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი ნენსკრაჰესისის გარდა, შუახევჰესის პროექტსაც აფინანსებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება EBRD-ის წილი ნენსკრაჰესის პროექტში. ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურის სავარაუდო ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს. ჰესი, რომელიც სვანეთში უნდა აშენდეს, ყოველწლიურად 280 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის დაფინანსებაში საპარტნიორო ფონდი და კორეული კომპანია ,,ქეი უოთერიც” იქნებიან ჩართულნი.
"არის ფართო სპექტრი, სადაც ინვესტირებას ვგეგმავთ, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტს ჰიდროენერგეტიკა წარმოადგენს, სადაც ახალი პროექტების დაფინანსების შესახებ მივიღეთ გადაწყვეტილებები. ჩვენ ვიცით, რომ ერთი დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა თავის მხრივ ქვეყანაში ათეულობით მცირე ბიზნესისთვის ხელშეწყობას ნიშნავს, ამიტომაც ჩვენ ამ სექტორსაც ვაფინანსებთ" - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა კავკასიაში ბრუნო ბალვანერამ.