ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტზე გატანის ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრებისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, პარლამენტის შენობის წინ ქართული კომპანიების გამოფენა-გაყიდვა “აღმოაჩინე საქართველო” გაიმართება.
ქართული პროდუქციის დახლი დღეს დილით განთავსდა რუსთაველზე და 15 მაისამდე შესთავაზებს ადგილობრივ და უცხოელ სტრუმრებს სხვადასხვა სახის პროდუქტს. სტენდის ქვეშ მონაწილეობას იღებენ კვებისა და სასმელი წყლების, ასევე სუვენირებისა და ხელნაკეთების მრეწველობაში მოღვაწე 24 ქართული კომპანია.
შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ორიენტირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე და აღნიშნულ რეგიონში უმსხვილეს ინვესტორს წარმოადგენს. კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში კი კონცენტირებულია კერძო სექტორის მხარდაჭერაზე პროდუქტიულობის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრებზე წვდომის მოპოვების კუთხით.