საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ EBRD-ის ყოველწლიური ღონისძიების თბილისში ჩატარება ლარის კურსზე აისახება.
"ღონისძიება, რომელიც ამ კვირის განმავლობაში ტარდება, საქართველოსთვის, როგორც მოკლევადიან ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან კარგია. ეს ღონისძიება ზრდის საქართველოსადმი ინტერესს, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და ზრდის შესაძლებობას იმისა, რომ განვავითაროთ ეკონიმიკა, რაც თავისთავად აისახება ყველა პროცესზე, მათ შორის გაცვლით კურსზეც", - განაცხადა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ
ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებია დაგეგმილი.
მინისტრი ასევე მიესალმება ეროვნული ბანკისა და ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.