ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბარტის შეფასებით, საქართველო იმსახურებს, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა აქ ჩატარდეს.
,,საქართველო იმსახურებს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა აქ ჩატარდეს, ვინაიდან, თქვენ ხართ ლიდერი საბაზრო ეკონომიკაზე გარდაქმნის პროცესში” , - ამის შესახებ სტუმარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფირმაციით, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმზე დასასწრებად დარეგისტრირებულია 4000-ზე მეტი მონაწილე.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, EBRD-ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი, თბილისში მეუღლესთან ერთად დღეს ჩამოვიდა.