17-19 მაისს, ქ. თეირანში გაიმართება საქართველო-ირანის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ეკონომიკური კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ჯალაღანია, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი ალექსანდრე ხვთისიაშვილი და აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორი, ქალბატონი ეკა აკობია და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
ქართულ-ირანული ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ირანის შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის და განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.