აჭარას ყაზახეთის წამყვანი მედია-საშუალებების წარმომადგენლები სტუმრობენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაცით, საინფორმაციო ტური 15 მაისამე გასტანს, რომლის შემდგომაც ყაზახეღის წამყვანი ტელევიზიების: НТК-ისა და 7 канал-ის წარმომადგენლები, ასევე პოპულარული ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენლები აჭარა-ბათუმის შესახებ სარეკლამო ხასიათის სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ. როგორც ცნობილია, ყაზახეთში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას ახორციელებს. აპრილიდან, სხვა სამიზნე ქვეყნების მსგავსად, ყაზახეთის რეპუბლიკის დიდ ქალაქებში (ალმაატა და ასტანა) აჭარა-ბათუმის სარეკლამო ბილბორდებია განთავსებული. ყაზახეთი აჭარაში განსაკუთრებულად მზარდი სტატისტიკური მაჩვენებლით გამოირჩევა. რეგიონის განთავსების ობიექტებში 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ყაზახი ტურისტების რაოდენობა 106%-ითაა გაზრდილი.